ახალციხის მუნიციპალიტეტმა დამატებითი სიებით გათვალისწინებული ოჯახებისთვის გადასაცემი სოფლის სამუშაოების 30-ლარიანი ვაუჩერები მიიღო. სოფლის მეურნეობის დახმარების სამსახურში 2 ათას 100 ვაუჩერს ელოდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე 1780 მიიღეს. აღნიშნულ სამსახურში ამბობენ, რომ ამის მიზეზი მცირე ტექნიკური ხარვეზებია. დარჩენილ 320 ოჯახს ვაუჩერი მაისის შუა რიცხვებამდე გადაეცემა. მოსახლეობაში ვაუჩერს სოფლის და უბნის რწმუნებულები დაარიგებენ.