დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო, ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში დღეს ახალციხეში დასუფთავების აქცია გაიმართა. ქალაქის გასასვლელები, სკოლების მიმდებარე ტერიტორიები და სხვადასხვა ადგილები, დასუფთავების აქციის ფარგლებში წინასწარ შერჩეული არალეგალური ნაგავსაყრელები დღეს გარემოსდაცვითმა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მოსწავლეებმა და ახალციხის უნივერსიტეტის ეკოკლუბის სტუდენტებმა დაასუფთავეს. ისინი ქალაქში ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავენ, რომელიც სუფთა გარემოზე ზრუნვას ხელს შეუწყობს. ახალგაზრდებთან ერთად დასუფთავების აქციაში დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურიც ჩაერთო. რომლებმაც შეგროვებული ნარჩენნები სპეციალური მანქანანებით ბზე გაიტანეს. ერთერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიას დავასუფთაოთ მსოფლიო საფუძველი 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით ჩაეყარა, საქართველო აღნიშნულ კამპანიას 2010 წელს შეუერთდა, დასუფთავების აქვია ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ყოველი წლის სექტემბრის თვეში იმართება. აქცია დღეს დაიწყო და 16 სექტემბერს დასრულდება.