გაიმართა შეხვედრა „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს გამგეობისა და სოზარ სუბარის შორის
2013წ. 4 მარტს გაიმართა შეხვედრა „საქართველოს სომეხთა სათვისტომო"-ს გამგეობისა და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს პოლიტიკურ მდივან სოზარ სუბარის შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი და კოალიციის სხვა წარმომადგენლები. გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი- ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქართველოს სომხობის წინაშე არსებული გამოწვევების წარდგენა და პრობლემატიკის გადაჭრის გზების განხილვა იყო. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ეროვნული უმცირესობების და კერძოდ, სომხების ჩართულობა სახელმწიფო მართვის პროცესში; ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემებში არსებული სირთულეები და პრობლემატიკა; დედაქალაქში, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლის (ხაჩქარის) დადგმის და საქართველოს მხრიდან სომეხთა გენოციდის აღიარების შესაძლებლობების; ასევე სხვა საკითხები. „საქართველოს სომეხთა სათვისტომო" ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გადადგავს შესაბამის პოზიტიურ ნაბიჯებს შეხვედრის დროს განხილული პრობლემების მოგვარების მიზნით.
„საქართველოს სომეხთა სათვისტომო"-ს პრეს-სამსახური