ირაკლი ალასანია ბორჯომი
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, აღმოსავლეთ საქართველოს პარტიის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდა. სხდომა ბორჯომის ხეობაში სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ გაიმართა. პარტიის წევრებმა რეგიონებში მუშაობის მიმდინარეობა განხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ მათ რაიონული ორგანიზაციების აქტიური მუშაობა განაახლეს. მისივე თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელებისათვის მნიშვნელოვანია. „ეს შეხვედრა დაგვეხმარება პრობლემების მოგვარების სწორი გზები მოვიფიქროთ და მოსახლეობას შევთავაზოთ“-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ. თავისუფალი დემოკრატების რეგიონულ წარმომადგენლებთან პარტიის სამომავლო გეგმებზე მსჯელობა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.