ჯუმბერ ლეჟავა ახალციხეს ესტუმრა
გინესის მრავლგზის რეკორდსმენი, მსოფლიო ველო მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა მესხეთს ესტუმრა. ქართველმა მოგზაურმა 74 წლის ასაკში მორიგი ტური დაიწყო. იგი ჯერ საქართველოს შემოუვლის შემდეგ კი ევრაზიის ქვეყნებში ჩავა. სპორტსმენმა სტარტი 13 აპრილს აიღო, რომლის ფარგლებშიც სამეგრელოსა და აჭარის შემდეგ მესხეთს ესტუმრა. ცნობილ ველო მოგზაურს ჯუმბერ ლეჟავას ახალციხეში, ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. თამარ მეფის ძეგლთან სპორტსმენს ანსამბლი „მესხეთი" მესხური მრავალჟამიერით შეეგება. გინესის რეკორდსმენმა მსოფლიოს პირველად 1993–2003 წლებში შემოუარა. გარდა ამისა იგი ორჯერ იმყოფებოდა ანტარქტიდაზეც.  
| : 0.0/0