ახალციხის ქუჩებს ნაგვის გამტანი კიდევ ერთი მანქანა მოემსახურება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, მუნიციპალიტმა 125 000 ლარის ღირებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპეციალური მანქანა შეიძინა. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი მანქანა არსებობდა. ამის გამო ურნების რაოდენობა შეზღუდული იყო. ტექნიკასთან ერთად ქალაქის ქუჩებს ნაგვის ახალი ურნებიც დაემატა. ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირების განმარტებით, მანქანების აღნიშნული რაოდენობა ამ ეტაპზე საკმარისია. მომავალში კი მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.