დღეს შტაბს ბათუმის, ხულოს და ქედის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ქართული ოცნების აქტივისტები ეწვივნენ. ისინი მთელი დღის მანძილზე ადიგენის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდნენ. მაჟორიტარებმა ადგილობრივებს პარტიის წინა საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები კიდევ ერთხელ წარუდგინეს. ქართული ოცნების აჭარელი კანდიდატები ადგილობრივებს, 15 სექტემბერს ახალციხეში დაგეგმილ ბიძინა ივანიშვილის აქციაზე გამოსვლისკენაც მოუწოდებდნენ. კოალიციის ადიგენის შტაბში, სტუმრები რამდენიმე დღეს დარჩებიან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ბიძინა გუჯაბიძეს წინა საარჩევნო აგიტაციაში დაეხმარებიან.