ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სხვადასხვა სკოლების 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები. სხვადასხვა ეროვნების 40-ზე მეტმა ბავშვმა წარმოადგინა სხვადასხვა სახეობის ქაღალდის, მათი ფანტაზიით და ხელით დამზადებული ტანსაცმელი და აქსესუარი, რომლებიც მათ წარადგინეს მასწავლებლის - თამარ სულხანიშვილის კომენტარებით. შოუში მონაწილეობა მიიღეს ასევე „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის საბავშვო ბაღისა და საკვირაო სკოლების მოსწავლეებმა.
შოუსთვის მათი შესრულებული ნამუშევრების ფოტოები ჰქონდათ გამოგზავნილი სომხეთის რესპუბლიკის ნარეკაცის სახელობის სამხატვრო კავშირის შუშის ფილიალის მოწაფეებს, ქალაქ ერევნიდან კი ჩამოსული იყო და მისი მომზადებული ტანსაცმელი წარადგინა 14 წლის აშხენ მურადიანმა.
ღონისძიების წამყვანმა, ესთეტიკის მასწავლებელმა თამარ სულხანიშვილმაც წარმოადგინა ქაღალდით დამზადებული სხვადასხვა ტანსაცმელი.
მხიარული და გასართობი შოუს დასასრულს დამსწრეები აკურთხა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მან მაღალი შეფასება მისცა გემოვნებით ორგანიზებულ ამ ბუნებისდაცვით ღონისძიებას, მადლობა გადაუხადა თამარ სულხანიშვილს, ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის მოწაფეთა ჩართვისა და ამგვარი აღმზრდელობითი ღონისძიებების ჩატარებისათვის, შოუს კი უწოდა მშვენიერი დღესასწაული.