ქართველი და სომეხი ეროვნების ახალგაზრდების დამეგობრებას კიდევ ერთი ღონისძიება მიეძღვნა
ახალგაზრდული კლუბების წევრებმა ერთად მორიგი აქტივობა განახორციელეს. ახალქალაქელმა და ახალციხელმა ახალგაზრდებმა საკუთარი შესაძლებლობები ამჯერად კერძების მომზადებაში მოსინჯეს. ხინკალი, ხაჭაპური, ტოლმა, გიუმრი, ლამანჯო და ეკლერი. ქართული და სომხური ტრადიციული და ორი ერის სამზარეულოს სავიზიტო ბარათებად ცნობილი კერძები ახალციხელმა და ახალქალაქელმა ახალგაზრდებმა დღეს ერთად გააკეთეს. ეს ახალციხისა და ახალქალაქის ახალგაზრდული კლუბების პირველი ერთობლივი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. მსგავსი ტიპის აქტივობა ორი ერის კულტურისა და ტრადიციების უკეთესად გასაცნობად და ახალგაზრდების ინტეგრაციისათვის საუკეთესო საშუალებაა, ფიქრობენ ახალგაზრდული კლუბების წევრები, აღნიშნული აქტივობით ისინი დღეს დამეგობრდნენ კიდეც. ქართული და სომხური ტრადიციული კერძების მომზადების შემდეგ ახალგაზრდული კლუბების წევრები სხვა ტიპის ღონისძიებეში ჩაერთვებიან და საქართველოს მასშტაბით კიდევ ბევრ მეგობარს შეიძენენ. აღნიშნული აქტივობა არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთთა კავშირში საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის ეროვნული ინეგრაციის გაძლიერების ფარგლებში გაიმართა. როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ მომავალი სამი წლის განმავლობაში სასწავლო ღონისძიებებთან ერთად კიდევ ბევრი მსგავსი ღონისძიება , საზაფხულო ბანაკები, გაცვლითი პროგრამები და სასწავლო ტურები იგეგმება.