სამედიცინო ცენტრში პრობლემები 15 ოქტომბრიდან, ახალი მფლობელის, ალდაგი ბისიაის შვილობილი კომპანიის, ,,ჩემი ოჯახის კლინიკის" გამოჩენის დღიდან გაჩნდა. მედპერსონალის განცხადებით, სწორედ ამ პერიოდიდან , საავადმყოფოში პაციენტთა მომსახურების ტარიფების გაზრდის პარალელურად გაუარესდა პირობები, ექიმები ახალი მფლობელის ბიზნესის კეთების მკაცრ წესებს აპროტესტებენ. პირველი დეკემბრიდან საავადმყოფოს თანამშრომლები ხელფასებსაც რამდენიმე კრიტერიუმით აიღებენ. მედიცინის მუშაკები ფიქსირებულ, საათობრივ და გამომუშავებით ანაზღაურებაზე გადავლენ. ექიმების ნაწილი ამბობს, რომ მფლობელმა მათ სამსახურის ნებით დატოვების ყველანაირი საფუძველი შეუქმნა, ახალი მფლობელის ბიზნესზე ორიენტირებულ ჯანდაცვას შეეწირა საავადმყოფოს 15 თანამშრომელი. გასულ კვირას 4 ექიმი და 11 მედდა ოფიციალური ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც მედიკოსები ამბობენ ახალციხე პირველადი ჯანდაცვის გარეშეა დარჩენილი. ახალციხის სამედიცინო ცენრის შპს ,,უნიმედი სამცხეს" მენეჯერი ექიმების კითხვებს პასუხობს, დავით მაისურაძე ამბობს, რომ ის ახალ მფლობელთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რაც მედპერსონალის ინტერესების გათვალისწინებაზე იქნება ორიენტირებული, ექიმები ამბობენ, რომ იმ ვითარებაში რაც ამ ეტაპზე სამედიცინო ცენტრშია შექმნილი მუშაობა რთულია, თუმცა პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე ისინი მოვლენების განვითარებას დაელოდებიან, როგორც დავით მაისურაძე განმარტავს, ერთი თვის გასვლის შემდეგ გამოჩნდება ახალი ანაზღაურების დადებითი და უარყოფითი მხარეები, შესაბამისად დასკვნების გაკეთებას ექიმებს, სწორედ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ურჩევს, თუმცა რამდენად სასარგებლო იქნება ბიზნესზე ორიენტირებული ჯანდაცვა მოსახლეობისა და მედპერსონალისათვის, ეს მომავალში გამოჩნდება.