ბესიკ ბლიაძე , თამარ გოგოლაძე, იოსებ მარტინენკო, დავით სამსონიძე, ჯიმშერ გოგოლაური, ზაზა ხუციშვილი– ეს იმ პიროვნებების ჩამონათვალია, რომლებმაც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განცხადებები უკვე წარადგინეს. ვინ დაიკავებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას ეს უახლოეს მომავალში გადაწყდება. აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარსადგენად პირველი წერილობითი მიმართვა საკრებულოში ოთხი დღის წინ შევიდა, რომელსაც დღეს კიდევ 5 დაემატა. საკრებულოს თავმჯდომარემ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კანდიდატურების განხილვა დღეიდან განცხადებების მიღებასთან ერთად პარალელურ რეჟიმში დაიწყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ დროისათვის 6 განცხადებებაა შესული. წამოყენებულ კანდიდატურებს უახლოეს მომავალში საკრებულოს წევრებს ოლეგ სანდროშვილი წარუდგენს. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში პირველი პირი რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს, რადგან გამგებლის თავისუფალი პოსტი ბიუჯეტის განხილვის პროცესს ხელს უშლის. სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მუშაობას ხვალიდან შეუდგება.