ქურდობა ახალციხის ავტოსადგურში. დილით მისულ თანამშრომლებს კვების ობიექტი, რომელიც შპს ,,მგზავრში" მდებარეობს გატეხილი დახვდათ. ჩამსხვრეულია შენობის პირველი სართულის ფანჯარაც. შემთხვევის ადგილიდან გატანილია რამდენიმე ბოთლი ლუდი და 25 ლარი. როგორც სადგურის თანამშრომლები ამბობენ, მსგავსი შემთხვევა ადრე არასდროს ყოფილა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177 –ე მუხლით, რაც 4–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს.