ანდრიუს კუბილიუსმა ბორჯომის სკვერში პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ინჯინერის ანატას ვალკუტაიტის კეტურაკისის ქანდაკება გახსნა. ბიუსტზე მოქანდაკე ძმები ირაკლი და გიორგი წულაძეები მუშაობდნენ. ძეგლი ლიტვის საელჩოს ინიციატივით შეიქმნა. ანატას ვალკუტაიტის კეტურაკისი საქართველოში 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ორი წელი კი ინჯინერმა ბორჯომში გაატარა, იგი ხაშურიდან ბორჯომამდე რკინიგზის მშენებლობას ხელმძღვანელობდა. ანატასი იყო პირველი მწერალი, რომელმაც ლიტველ მკითხველს საქართველოს ტრადიციები და ყოველდღიური ყოფა ცხოვრება გააცნო. მან ქართველი და ლიტველი ხალხის მეგობრობას ჩაუყარა საფუძველი. პრემიერ მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში მინერალური წყლების პარკი დაათვალიერა და ბორჯომის წყალი დააგემოვნა.