ახალციხის მუნიციპალიტეტის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მოსახლეობის კითხვებს, ამჯერად, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა უპასუხა. ფეისბუქის მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პასუხები ნებისმიერ საკითხზე დასმულ კითხვებზე მიეღოთ . მოსახლეობა აქტიურობდა და მათი კითხვები ძირითადად, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ჯანდაცვასა და ტურიზმს შეეხებოდა. ღონისძიება პროექტის „გამჭვირვალე თვითმმართველობის" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ–მესხთა კავშირი" ახორციელებს. მის მიზანს საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაახლოება წარმოადგენს. ონლაინ კონფერენცია მომავალშიც იგეგმება.