პატრიოტთა ბანაკისათვის ახალგაზრდების შერჩევა დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ანაკლიაში 73 ახალგაზრდა 3 ნაკადად გაემგზავრება. წელს აქცენტი წარმატებულ მოსწავლეებზე გაკეთდება. შერჩევის კრიტერიუმებია: ინგლისური ენის ცოდნა, მიღწევები სპორტსა და ხელოვნებაში და მარალი აკადემიური მოსწრება. ახალციხიდან პირველი ნაკადი 1 ივნისს გაემგზავრება. პროგრამა 7 ოქტომბერს დასრულდება. ბანაკის მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფში შეირჩევიან: 15–დან 17 –მდე და 18–დან 20 წლამდე ახალგაზრდები. .ხანგრძლივობა 7 დღეა. პროექტს პრეზიდენტის ინიციატივით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.