ამიერიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 60-მდე პირობით მსჯავრდებული სხვადასხვა დაწესებულებებში სასურველი სპეციალობის დაუფლებას შეძლებს. სიახლე პრობაციონერებს დღეს პროექტის ორგანიზატორებმა ახალციხის პროფესიული კოლეჯ "ოპიზარში” გააცნეს. კალატოზი, ელექტრიკოსი, მზარეული, კონდიტერი, მეფილე-მომპირკეთებელი – ამ და სხვა სპეციალობების დაუფლებას მომავალი კვირიდან პირობითი მსჯავრდებულები შეეცდებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტის” მიერ განხორციელებული პროექტი სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით პირველად ხორციელდება და პრობაციონერს სასურველი საქმიანობის შესწავლისა და მომავალში მისი გამოყენების საშუალებას აძლევს.პროექტში მონაწილე პრობაციონერები კურსის დასრულების შემდეგ სპეციალურ სერთიფიკატს მიიღებენ, ორგანიზატორების განმარტებით მომდევნო ეტაპზე ისინი დამსაქმებლებს შეხვდებიან რის შემდეგაც შესწავლილ კურსის გამოყენებას უკვე პრაქტიკაში შეძლებენ.