ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის შემდეგ მოსახლეობის შეკითხვებს ამჯერად ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დღეს მისმა მოადგილემ გიორგი გიქოშვილმა უპასუხა. ონლაინ კონფერენციამ ერთი საათის განმავლობაში, 19 –დან 20 საათამდე, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში ამჯერადაც მაღალი აქტიურობით ჩაიარა. მოქალაქეთა კითხვები მრავალფეროვანი იყო და ძირითადად ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს, კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ პრობლემებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა. როგორც კითხვების ადრესატმა განაცხადა ონლაინ კონფერენცია მუნიციპალიტეტსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობისთვის კარგი საშუალებაა. შემდეგი ონლაინ კონფერენციისათვის ფეისბუკის ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვა ჩატარდება. მოსახლეობა პასუხებს იმ სახელმწიფო მოხელისაგან მიიღებს ვისთანაც ყველაზე მეტი კითხვა აქვს. აღნიშნული ონლაინ კონფერენციები პროექტის გამჭვირვალე თვითმმართველობის ფარგლებში ხორციელდება.