საარჩევნო უფლების მქონე 21 წლის საქართველოს მოქალაქეს უფლება ენიჭება პარლამენტის წევრად აირჩეს
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის პროცესი დაიწყო- ამასთან დაკავშირებით დღეს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შეხვედრა გაიმართა. ამიერიდან, საარჩევნო უფლების მქონე 21 წლის საქარეთველოს მოქალაქეს უფლება ენიჭება პარლამენტის წევრად აირჩეს - ეს საკონსტიტუციო ცვლილება დღეს ახალციხის მოსახლეობას საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა გააცნეს. ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების” მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელსაც ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწერა დღევანდელ შეხვედრის განხილვის საგანს წარმოადგენდა. კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე ფრაქცია "ქართული ოცნების” წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრება აქვთ. მათი თქმით, 21 წლის ასაკში მოქალაქეს პარლამენტარობისათვის არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია, ამიტომ სახელმწიფო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება. შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებითა და აშშ-ს საერთაშორის განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარებით განხორციელდა. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, კანონში შეტანილი ცვლილებების სახალხო განხილვა მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეებმა აღნიშნული ცვლილებების შესახებ იმ პირებისაგან გაიგონ, რომლებიც კანონპროექტის მომზადებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.