“საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი”

"საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი” ამ სახელწოდების პროექტს დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები გაეცვნენ. შეხვედრას ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობდა. აღნიშნული პროექტი კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ახალგაზრდულ პარლამენტში მონაწილეობას ის მოსწავლეები მიიღებენ, რომლებმაც შესაბამისი გასაუბრება გაიარეს. რა არის პარლამენტი და როგორ მიიღება სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ საკითხზე მონაწილეებმა კომპეტეტნტური პირებისაგან შეიტყვეს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ საკუთარი ინიციატივები არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ საქართველოს პარლამენტში წარადგინონ. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი რამდენიმე თვეა, რაც შეიქმნა, მან მსგავსი შეხვედრები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უკვე განახორციელა. ახალციხეში ღონისძიება 3 Dდღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მიიღებენ.


| : 0.0/0