დღეს დავით ბაქრაძე ადიგენსა და ახალციხეს ესტუმრა. ვიზიტის პირველ ეტაპზე ის ადიგენის საავადმყოფოში მივიდა რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა. მათთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტია. მისივე თქმით, სადაზღვევო პროგრამაში წელს საქართველოში მცხოვრები ყოველი მეორე ადამიანი ჩაერთვება და სახელმწიფო ჯანდაცვის რეფორმას არ შეაჩერებს. დავით ბაქრაძე ადიგენის შემდეგ ახალციხეს ესტუმრა და სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მან ასევე ქალაქის უძველესი უბანი დაათვალიერა და რაბათის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დააკვირდა. ეს იქნება ადგილი სადაც მალე ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა – განაცხადა დავით ბაქრაძემ რაბათის მონახულების შემდეგ. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო პერიოდში სამხე– ჯავახეთის რეგიონს აქტიურად სტუმრობენ. მათი დაინტერესება საქართველოს სამხრეთი ნაწილით იმ იუნფრასტრუქტურულმა პროექტებმა და მასშტაბურმა სამუშაოებმა განაპირობა, რომელიც ამ ეტაპზე რეგიონში მიმდინარეობს.