საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების მორიგი დახმარება დაზარალებულებს
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების აქტივისტებმა მოაწყვეს მორიგი დახმარება დაზარალებულთათვის. განყოფილების აქტივისტები, 16 ივნისს, ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების სამუშაოთა კოორდინატორ ნინა სეროპოვასთან ერთად გამოცხადდნენ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში და ეპარქიისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სახელით გადასცეს დახმარება - კვების პროდუქტები, სხვადასხვა სახის მარცვლეული, პირადი ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილება აგრძელებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციაში.