2013წ. 12 მარტს „საქართველოს სომეხთა სათვისტომო"-ს გამგეობის წარმომადგენლებმა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ბ-ნ პაატა ზაქარეიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მსვლელობისას „საქართველოს სომეხთა სათვისტომო"-ს გამგეობის წარმომადგენლებმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების წინაშე მდგომი საკითხები და მათი გადაჭრის გზები წარუდგინეს. განხილულ საკითხებს შორის იყო: სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლობა ადგილობრივ, რეგიონალურ და ცენტრალურ ხელისუფლებაში; რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიკაციის შესაძლებლობები; განათლების სფეროში არსებული პრობლემები და სირთულეები (სახელმძღვანელოების; მასწავლებელთა მომზადება-გადამზადების; 2003-12წწ. პერიოდში ქ.თბილისში ოპტიმიზირებული სომხურენოვანი სკოლების; კანონმდებლობის უთანხმოების საკითხები) და სხვა. „საქართველოს სომეხთა სათვისტომო" მიესალმება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ, ზემოთ აღნიშნული საკითხების და მათი გადაჭრის გზების განხილვის დროს, გაჟღერებულ მიდგომებს და პოზიციას აღნიშნულ და სხვა საკითხების მიმართებაში.