საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება. ისინი სხვადასხვა სახის მომსახურებით ისარგებლებენ. ესენია: სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, პროფესიული სწავლება, სოციალური პროექტების დაფინასება, ანაზღაურებადი სტაჟირება და იურიდიული დახმარება. აღნიშნულ პროგრამას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იწყებს, რომლის მიზანიც მიგრანტთა სამშობლოში რეინტეგრაციის ხელშეწყობაა.
ლტოლვილთა სამინისტრო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში დახმარებას სთავაზობს. ამიტომ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
პროგრამის პრეზენტაცია 9 ივნისს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შედგა. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, ახალციხის მერი და მუნიციპალიტეტების გამგებლები დაესწრნენ.
აღნიშნული პროგრამა, ევროკავშირის დაფინასებით, 2011 წლიდან ხორციელდება. თუმცა წელს პირველად საქართველოში მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე გამოიყო.