დღეს სტუდენტებმა საკუთარი სისხლი უანგაროდ გაიღეს. პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ხელს სხვისი სიცოცხლის დახმარებას უწყობს. საკუთარი კეთილი ნების გამოვლენა სხვა ადამიანების დასახმარებლად უნივერსიტეტის 30–მდე სტუდენტმა გამოთქვა. გარკვეული რაოდენობის სისხლის გაცემამდე მათ შემოწმება თერაპევტთან გაიარეს, ჯანმრთელობის დადასტურების შემდეგ კი თბილისიდან მოწვეულმა მედიკოსებმა მსურველებისგან სისხლი გაცემის პროცედურა ყველა სამედიცინო წესის დაცვით შეასრულეს.დღევანდელ აქციაში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა 18–65 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სისხლის გაღებისათვის აუცილებელი პირობას მხოლოდ დონორის ჯანმრთელი ორგანიზმი წარმოადგენდა. აღნიშნული აქცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება. უანგარო დონორობის აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. მასში კარძო და საჯარო დაწესებულებები არიან ჩართული. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, მომავალში მათ მოლაპარაკება ადგილობრივ თვითმმართველობასთნაც ექნებათ, რათა ყველა პირს, ვინც სხვისი სიცოცხლის გადარჩენით არის დაინტერესებული საშუალება ჰქონდეს პროექტში ჩაერთოს. ახალციხის შემდეგ მსგავსი აქცია თელავსა და გორში გაიმართება.