სასოფლო-სამეურნეო ბარათები სამინისტროს რეგიონულმა სამმართველოს წარმომადგენლებმა ჩამოიტანეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში ფერმერებს- სოფლის რწმუნებულები, სასოფლო სამეურნეო ბარათებს ხვალ დაურიგებენ. გლეხები ორი ტიპის, კომბინირებულ და ნომინალურ ბარათებს მიიღებენ. მათ უკვე შესაძლებლობა ექნებათ სასოფლო სამეურნეო სამუშაოები განახორციელონ. ის ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრი მფლობელობაში ჯამურად 0,25 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი გააჩნიათ, კომბინირებულ ბარათს მიიღებენ, რომელიც მიწის მოხვნას ითვალისწინებს. ნომინალური ბარათი კი სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენას გულისხმობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით ბარათების ჩამოტანა აგრო ვადების გათვალისწინეიბით მოხდა. რადგან ახალციხის მუნიციპალიტეტში ხვნა ჯერ არ დაწყებულა. პამაჯის სოფლის რწმუნებულის მართუნ პეტროსიანის განმარტებით გლეხები კომბინირებული ბარათების გამოყენებას ვეღარ შეძლებენ. სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებით, ის ფერმერები, რომლებიც ბარათებს პირველ ეტაპზე ვერ მიიღებენ, მათ მეორე ეტაპზე დაურიგდებათ. ბარათები აგრეთვე ჩამოიტანეს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.