ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც ამ დრომდე ჯანმრთელობის რაიმე ტიპის დაზღვევა არ ჰქონდა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა . როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი კახა ბერიძე განმარტავს, პროგრამა სამი კომპონენტისაგან: გეგმიური ამბოლატორიული, გადაუდებელი ამბოლატორიული და სტაციონალური მომსახურებისაგან შედგება. აღნიშნული ოჯახის ან უბნის ექიმის მომსახურებას, ლაბორატორიულ გამოკვლევებს, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემას, აგრეთვე უფასო სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს, ტრავმებს, მოტეხილობებს, ჭრილობებს და სხვადასხვა სახის მწვავე ტკივილს მოიცავს.სამედიცინო მომსახურების ამ ჩამონათვალს გეგმიური მკურნალობის კომპონენტი ივლისის თვიდან დაემატება. ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოქალაქეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს პროგრამაში მონაწილე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება. 28 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით პროგრამით სამცხე–ჯავახეთის რეგიონში 70 –მა ადამიანმა ისარგებლა. ახალი სადაზღვევო პროგრამით მოსარგებლე ქვეყნის მასშტაბით 2. მილიონ 200 ათასი ადამიანი იქნება, რისთვისაც პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან 350 მილიონი ლარი გამოიყო. ივლისიდან მთავრობა დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესებას გეგმავს. ამდროიდანვე დაიწყება მშობიარობის დაფინანსებაც.