წუხელ გვიან ღამით სეტყვამ ახალციხის ასპინძისა და ვალის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა. სტიქია 15 წუთის მანძილზე გრძელდებოდა, დაიმტვრა ხეები, საცხოვრებელი სახლების სახურავები, ავტომანქანების მინები, მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. როგორც ადგილობრივები ამბობენ ასეთი სეტყვა ბოლო ათეული წელია არ უნახავთ. სტიქიის შედეგები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც სეტყვისაგან მიყენებული ზარალის რაოდენობას უახლოეს დღეებში დაითვლის.