შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მორიგი სოციალური მომსახურეობის სააგენტო გახსნა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მორიგი სოციალური მომსახურეობის სააგენტო გახსნა.ზურაბ ჭიაბერაშვილი, როგორც ჯანდაცვის მინისტრი სამცხე–ჯავახეთს პირველად ეწვია. ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში 15 თანამშრომელია დასაქმებული. მინისტრის თქმით, ახლად გარემონტებული სააგენტო, მოსახლეობას კვალიფიციურ მომსახურეობას გაუწევს. ოფისის გახსნის შემდეგ, სამინისტოროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ დანიელიანების ოჯახს ესტუმრნენ. ჭიაბერაშვილი მათ პირადად გაესაუბრა, გაეცნო პრობლემებს და მომავალ გეგმებზეც ისაუბრა. მსგავსი ტიპის სააგენტოების გახსნა, რეგიონში მომავალშიც იგეგმება. ადიგენიდან მინისრტი ბაკურიანში გაემგზავრა, სადაც სააგენტოს თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები უტარდებათ.