სიმონიან არამ ლუკაშის ძე, ახალციხე ისტორიის მასწავლებელი
მე სომონიან ხაჩატურ გევორგის ძისა (დაბადებული 1885წ.) და სიმონიან პეპრონია სარგისის ასულის (დაბადებული 1886 წ.) შვილიშვილი გახლავართ. 1901 წელს ისინი შეუღლდნენ და თურქეთის ქალაქ ყარსში ცხოვრობდნენ. მათ დიდი ოჯახი ჰქონდათ, ეყოლათ 13 შვილი, მე-13 მამაჩემი, სიმონიან ლუკაშ ხაჩატურის ძე იყო. როდესაც იგი დაიბადა, ამ მოვლენებიდან საკმაოდ დიდი ხანი იყო გასული. 1915 წლიდან 1925 წლამდე ისინი 4 ჯერ სომხეთის ქალაქ გიუმრიში გაიქცნენ, და კვლავ ყარსში ბრუნდებოდნენ, რადგანაც იმედი აღარ ჰქონდათ, რომ ყარსი თურქული ჯარისგან გათავისუფლდებოდა. უამრავი განცასდელისა და წამების დროს მათი ყველა შვილი მოკლულ იქნა თურქების ხელით. ცოცხალი გადარჩა მხოლოდ ბიძაჩემი, ცოლაკ სიმონიანი (დაბადებული 1905 წ.), რომელიც დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის წლებში. 1925 წელს ბაბუამ და ბებიამ ქ. ლენინაკანში (გიუმრი, სომხეთი) სახლი შეიძინეს, რომელიც 1926 წელს მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ამ მორიგი უბედურების შემდეგ ისინი სოფელ მარალინში ჩავიდნენ, სადაც 1928 წელს მამაჩემი დაიბადა. 1930 წელს ჩვენი ოჯახი ქ. ახალციხეში გადავიდა, მომავალში ისტორიულ სამშობლოში - ქ. ყარსში, დაბრუნების მიზნით.