კიდევ ერთი გამარჯვება ცეკვის კონკურსში. სპორტისა და სამეჯლისო ცეკვების სტუდიის აღსაზრდელები ერევნიდან საპრიზო ადგილებითა და საჩუქრებით დაბრუნდნენ. სომხეთში გამართულ ღია ჩემპიონატზე ახალციხის სტუდიის აღსაზრდელებმა 8 ცეკვა გაიტანეს. წყვილში და სოლო შესრულებული ნომრების შენდეგ პატარა მოცეკვავეები პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. ფესტივალის ორგანიზატორებმა ისინი სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვეს, გარდა ამისა ახალციხელები სომხეთის თასისა და მედლების მფლობელები გახდნენ. ამჟამად სპორტ ცეკვების სტუდია მომდევნო ფესტივალისათვის ემზადება, რომელიც 1–2 დეკემბერს ბათუმში გაიმართება. საერთაშორისო ტურნირში ახალციხლებთან ერთად მონააწილეობას 12 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. მათი დიდი ნაწილი საქარველოში უკვე ჩამოსულია. აღნიშნული ტურნირის შემდეგ კი ახალციხის სპორტსკოლის მოცეკვავეები ტაიმაუტს აიღებენ და იანვრამდე კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. 25 დეკემბერს კი ისინი ტრადიციულ კარნავალს გამართვენ.