სტიქიამ სამცხე–ჯავახეთში სამი მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, აწყურში ცენტრალური გზა თითქმის სამი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ნიაღვარმა გზაზე ნაშალი მასალა ჩამოიტანა, რის გამოც მოძრაობა შეწყდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს. სტიქიამ აწყურის გარდა, ახალციხის კიდევ 7 სოფელი: კლდე, წნისი, მუგარეთი, ფერსა გიორგიწმინდა, აგარა, გურკელი და წინუბანი დაარალა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მხარის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაზა მელიქიძის თქმით, უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.
სტიქია იყო ადიგენის მუნიციპალიტეტშიც. ძლიერმა სეტყვამ ნათესები და ნარგავები გაანადგურა, დახოცილია შინაური ფრინველიც. მნიშვნელოვანი ზარალი მიიღეს სოფლებმა: ლელოვანმა, სმადამ, ჩორჩანმა, ფხერომ, ზანავმა და იჯარეთმა. მუნიციპალიტეტში სტიქია დაახლოებით 16:00 საათზე დაფიქსირდა. ზარალს სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის.
ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გარდა 11 ივნისს სტიქია ბორჯომშიც დაფიქსირდა. უხვი ნალექის გამო, მდინარე „დვირულა“ ადიდდა და სოფელ დვირს პრობლემები შეუქმნა. დატბორილია სამეურნელო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა შინაური პირუტყვი. სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და სასმელი წყლის სისტემა. ადიდებულმა წყალმა ტაძრისი–დგვარის დამაკავშირებელი ხიდიც წაიღო. რა ზიანი მიადგა სტიქიისაგან რეგიონის სამ მუნიციპალიტეტს, ამას სპეციალურად შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია დაადგენს.