ტრენინგები სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის.
ზრდასრულთა განათლების ცენტრში ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის საჯარო სკოლის პედაგოგები ერთკვირიან სწავლებას გადიან. თბილისიდან მოწვეული სამოქალაქო განათლების ტრენერი მათ პროექტების დაგეგმვასა და სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული უნარჩვევების გაღრმავებაში ეხმარება. როგორც პროგრამის წარმომადგენლები ამბობენ პროექტის მიზანი სკოლებში სამოქალაქო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა, აღნიშნული ტრენინგ კურსები არაქართულენოვანი პედაგოგებისათვის ნინოწმინდაშიც ჩატარდება. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით სულ 42 პედაგოგი გადამზადდა, 2014 წლამდე მათ სხვადასხვა სახის ტრენინგები მუდმივად ჩაუტარდებათ.