ინკლუზიური განათლება დემოკრატიული პრინციპების ერთერთი მთავარი საფუძველია. დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგების ციკლი დაიწყო, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სამცხე–ჯავახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები ინკლუზიური განათლების შესახებ განსაკუთრებულ უნარ ჩვევებს შეიძენენ. შეხვედრის პირველ დღეს მათ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაზე იმუშავეს. ინკლუზიური განათლების დანერგვა,ისევე როგორც მთელს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთშიც აქტიურად მიმდინარეობს, პროგრამაში რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 20 სკოლაა ჩართული. რაც შეეხება ტრენინგების ციკლს 17 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება სურვილის მიხედვით ყველა პედაგოგს შეეძლება.