"თბილისი სომხური ეკლესიები, გუშინ და დღეს": გამოფენა საქართველოს დედაქალაქში
1930 წლამდე თბილისში მოქმედებდა 26 სომხური ეკლესია, რომელთა ნაწილი დაანგრია საბჭოთა ხელისუფლებამ, ნაწილი კი 1990-იან წლებში გაქართულდა და მოქმედებს როგორც ქართული ეკლესია. გამოფენის იდეოლოგიური საფუძველი 1990 წლამდე თბილისში მოქმედი, მაგრამ ახლა დანგრეული, გაქართულებული ან უმოქმედო ეკლესიების ტილოზე გამოსახვა იყო. გამოფენაზე იყვნენ არა მარტო სომეხი, არამედ ქართველი შემოქმედები როგორც თვილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
ღონისძიების საპატიო სტუმრები გახლდნენ საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს მაჰმადიანური გამგეოების ხელმძღვანელი შიეხი ვაგიფ აკპეროვი. გამოფენას ესწრებოდნენ მწერალ-მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის" რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ჰენრიხ მურადიანი, საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატიური პერსონალის წარმომადგენლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მუშაკები, რიგითი მოქალაქეები.
გამოფენა გახსნა სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ"კულტურის ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. მან აღნიშნა, რომ ამ გამოფენაზე გამოფენილია 15 მხატვრის ის ნამუშევრები, რომლებზეც გამოსახულია თბილისში ისტორიულად არსენული ყველა 26 ეკლესია.
საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაჰუმიანმა დეტალურად ისაუბრა თბილისის ისტორიულად სომხური ეკლესიების შესახებ, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე ჩამონგრეულია, ნახევრად დანგრეული და ახლაც ჩამორთმეულია და არ უბრუნდება თავის კანონიერ მფლობელს. მან მოიხსენია დანგრეული შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ (წმინდა ღვთისმშობლის) (კარმირ ავეტარან - წითელი სახარება), მუღნეცოც წმინდა გევორგ ეკლესიები და სურბ ნშან ტაძარი, რომელსაც სამრეკლო აქვს ჩამონგრეული.
საქართველოს სომხურ თემსა და სომხური ეკლესიების ისტორიას მიეძღვნა ისტორიკოს ენოქ თადევოსიანის გამოსვლა.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული არქივის დირექტორმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ამატუნი ვირაბიანმა დამსწრეებს აცნობა იმ კვლევითი სამუშაოების შესახებ, რომელთაც ეწევა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული არქივი თბილისის სომხურ ეკლესიების ისტორიული წარსულის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის მიუკერძოებლად წარდგენის მიმართულებით. მან წარადგინა ერევნიდან ჩამოსული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში გახლდნენ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის კულტურული კავშირების დეპარტამენტის უფროსი ბატონი სამველ მურადიანი, არქივის დირექტორის მოადგილე სონა მირზოიანი, მკვლევარი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ქალბატონი გაჰარ ავაგიანი.
შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი, ცნობილი მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე, არქეოლოგი სარგის დაჩინიანი, რომლებმაც ცალსახად აღნიშნეს, რომ რელიგიური ძეგლების დაცვა და პატივისცემა ნებისმიერი ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოს ვალდებულებაა.
საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა და მადლიერება გამოუხატა გამოფენის ორგანიზატორებს, მხარდამჭერებს, სომხეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, ცხონებული ჟან ხაჩის კეთილი იდეის განხორცილებისათვის.
„ვცხოვრობთ რა საქართველოს მიწაზე, ჩვენი კეთილი სიტყვა უნდა ვუთხრათ ამ ქვეყნის ხალხს და სახელმწიფოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რომ უზრუნველყოს საბჭოთა ეპოქაში ჩამორთმეული და ამჟამად უმოქმედო ექვსი ტაძრის საკითხის გადაწყვეტა. ეს ტაძრები, რომელთაგან ხუთი თბილისში მდებარეობს, ერთი კი - ახალციხეში, დაუბრუნდეს თავის პატრონს, ესაა ისტორიული სამართლიანობის ხმა, ესაა საქართველოს სომხური ეპარქიის თხოვნა", - დასძინა ეპისკოპოსმა.
ეპარქიის წინამძღვარმა მადლობა მოახსენა სამველ კარაპეტიანს თბილისის სომხური ეკლესიებისადმი მიძღვნილი ციკლის სამ ენად გამოქვეყნებისათვის.
ბოლოს ნაჩვენები იქნა დაახლოებით 150 სლაიდი - "წმიდა ნორაშენ" ეკლესიის წარსულ და აწმყო მდგომარეობის ვიდეოჩანაწერით, დამსწრეებს დაურიგდა სამველ კარაპეტიანის "წმიდა ნშან" ბუკლეტის სომხური, რუსული და ინგლისური ვერსიები. გამოფენა გაგრძელდება ათ დეკემბრამდე.