ახალქალაქში საქართველოს პირველობა კრივში დასრულდა
  ახალქალაქში საქართველოს პირველობა კრივში დასრულდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგტაციის საკითხებში და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი კრივში საქართველოს ჩემპიონატის ფინალს დაესწრნენ. თითოეულმა მათგანმა გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა. „ჩვენი ამოცანაა, რომ ყველაფერი ერთ ქალაქში არ ხდებოდეს და რეგიონებშიც გავიდეთ" – აღნიშნა სოზარ სუბარმა. ჩემპიონატი ახალქალაქში საზეიმოდ 16 აპრილს გაიხსნა. მასში მონაწლეობა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, მოკრივეებმა ქვეყნის 14 ქალაქიდან და აჭარის რეგიონიდან მიიღეს. საქართველოს პირველობა კრივის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართა. ფინანსური მხარდაჭერა კი ნავთობკომპანია „სოკარმა" და ღვინის კომპანია „ძმებმა ასკანელებმა" გაუწიეს. 139 მონაწილედან საქართველოს ჩემპიონი 13 სპორტსმენი გახდა. აგრეთვე ხელისუფლების პირველი პირები დაესწრნენ ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლაში გამართულ სწრაფი ბეჭდვისა და ლოგიკური აზროვნების კონკურსს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროოს პროექტის მიზანს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათთვის ინტერაქტიულ შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამის შექმნა წარმოადგენს. კონკურსში მონაწილეობა ადგილობრივმა 100–მდე ახალგაზრდამ მიიღო. ახალი კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, კონკურსანტებს შესაძლებლობა მიეცათ წერა კითხვისა და ლოგიკური აზროვნების უნარი აემაღლებინათ. კონკურსი სამ ეტაპად წარიმართა და გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. 
| : 0.0/0