ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ინფო ტური მოეწყო
   ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა კომპლექსი დაათვალიერეს და ვიზიტორების მოზიდვის გზებზე ისაუბრეს. ინფორმაციული ტური რაბათში ციხის ადმინისტრაციის ინიციატივით განხორციელდა. ციხის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ შეხვედრა გაიმართა, სადაც სტუმრებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა რეგიონში ტურიზმის განვითარების გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ახალციხის ციხესა და შპს „ბადაგონი ტურს" შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მხარეები ვალდებულნი ხდებიან, რომ ერთობლივი ძალისხმევით ტურისტების მოზიდვა, ტურების დაგეგმვა, ტურპროდუქციის პიარი, ინფორმაციის შეგროვება და ვიზიტორებისთვის მიწოდება უზრუნველყონ. კომპლექსის ადმინისტრაციის განმარტებით, მომავალი სეზონისათვის საქართველოს წარმატებული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტურპაკეტებში ახალციხის ციხესაც ჩასვამენ, რაც თავის მხრივ, ვიზიტორების მოზიდვას განაპირობებს. 
| : 0.0/0