ადგილობრივები საშეშე მერქანს ვერ იმარაგებენ
მაღალ მთიან ზონაში მაცხოვრებელი, საშეშე მერქანს 7 კუბური მეტრის ნაცვლად 14 კუბურ მეტრს მიიღებს. აღნიშნული სიახლის მიუხედავად, ზამთრის დადგომამდე მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა ტყე-კაფიდან საშეშე მერქნის მოპოვებისათვის, ნებართვის დროული გაცემა და მისი ტრანსპორტირებაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საშეშე მერქნის შესაძენად საკმარისი სახსრები არ გააჩნიათ, რადგან ტრანსპორტის დაქირავება ძვირი უჯდებათ. გარდა ამისა დიდთოვლობის გამო მასალის ტყიდან გამოტანას ვეღარ ახერხებენ. მათი ნაწილი იძულებული ხდება დამზადებული მერქანი მაღალ ფასებში შეიძინოს.
რეგიონის მაშტაბით, ზამთრისათვის შეშით მომარაგება, რომ ყოველწლიურად პრობლემას წარმოადგენს, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ. "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის " კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში ნინო ლომიძე ამბობს, რომ ტყის რესურსი ყოველწლიურად მცირდება და ამიტომ მოსახლეობამ გასათბობად არა შეშა, არამედ სხვა ალტერნატიული საშუალებები უნდა გამოიყენოს. მისისვე თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს შეშით მომარაგებისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია.
ადგილობრივ მერიაში განმარტავენ, რომ ახალციხეში საშეშე მერქნით მომარაგების თაობაზე ნებართვა უკვე ერთი თვეა გაიცა. თითოეული ოჯახი კუთვნილ 7 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს. ამასთან, სოციალურად დაუცველთა სია უკვე მზად არის და მათ საშეშე მერქანი ახლო მომავალში დაურიგდებათ.