დღის მოვლენები. 25 აგვისტო
25 აგვისტოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების მიხედვით, 26 377 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, ხოლო სასწავლო გრანტი 6 000-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა. „წელს სტუდენტი გახდა 26 377 აბიტურიენტი, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ღებულობდა 35 500-მდე აბიტურიენტი. უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ადგილების რაოდენობა კი 40 000-ს აჭარბებდა. დაახლოებით 9 000-ია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც გამოეთიშნენ კონკურსს და ვერ მიიღეს ჩარიცხვაში მონაწილეობა. ძირითადი მიზეზი, ბუნებრივია, გახლავთ ის, რომ ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მათ მიერ არჩეულ გამოცდაში და იმ სავალდებულო სამ გამოცდაში, რომელიც არის დადგენილი. სახელმწიფო გრანტი კი 6 000-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა", -25 აგვისტოს განაცხადა ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2014 წლის 1 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18-დან 35- წლამდე მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახურიю მათივე ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 955 ლარს შეადგენს.
„დღეს კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, აღვნიშნო საქართველოს ისტორიული როლი და ფუნქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდითგანვე ეკისრებოდა, როგორც ორი გეოპოლიტიკური არეალის დამაკავშირებელს, რადგან ის დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე იყო მოქცეული. გვერდიგვერდ არსებობდა ორი ცივილიზაცია და მათ შორის სავაჭრო-კულტურული კავშირები აბრეშუმის დიდ გზაზე გადიოდა. საქართველო ამ ორი სამყაროს გზაჯვარედინი, აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის“, -25 აგვისტოს ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „აბრეშუმის გზის“ პროექტის დასკვნითი შეხვედრის მონაწილეებს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის განვითარებას. პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს და ჩინურ კომპანიებს აღნიშნულ პროექტში ჩართვა შესთავაზა.

25 აგვისტოს საქართველოს პრემირ მინისრმა განაცხადა, რომ ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავშეკავების თაობაზე საქართველოს ევროკავშირისგან შეტყობინება არ მიუღია: „საქართველოს ევროკავშირისგან მსგავსი შეტყობინება არ მიუღია. ეს ეხება მსხვილ ექსპორტიორებს, საქართველო არ არის მსხვილ ექსპორტიორთა შორის, შესაბამისად, ეს ჩვენს ქვეყანაზე არ აისახება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გავყიდოთ ყველგან“, -განაცხადა საართველოს პრემიერ მინისტრმა.

„უკვე ორი წელია, ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან, არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით, დღემდე თავისუფლად ვახდენთ ჩვენ პროდუქციის ექსპორტს რუსეთში. რუსეთმა გაახმოვანა იდეა, რომ შესაძლოა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა გაუქმდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ემბარგოს. პირიქით, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პროდუქტი გავიდეს რუსეთის ბაზარზე. მივესალმები იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომელიც შეგვხვდა რუსეთისგან. მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის - ნათქვამია პრემიერ მინისტრის განცხადებაში.
25 აგვისტოს საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აზერბაიჯანელების დასახლებული სოფლის მოსახლეობა რწმუნებულის პოსტზე კორუმპირებული პირის დანიშვნა გააპროტესტა. როგორც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი კაზანთარ მამედოვი აცხადებს, საუბარია ორ სოფელზე და მათ რწმუნებულებზე. მამედოვის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს იყო რწმუნებული და ის დააკავეს, მიუსაჯეს პირობითი, შემდეგ შეეხო ამნისტია და გათავისუფლდა. მამედოვი მეორე კანდიდატზეც საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ბაქოში ცხოვრობს და საქართველოში თითქმის არ ჩამოდის. მოსახლეობა გამგებლისგან პასუხს ითხოვს.

„დაკავებული იყო ყალბი ცნობის გაცემისთვის. ახლა ის უკან დააბრუნეს. ჩვენ ვითხოვთ გამგებლისგან განმარტებას, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა კანდიდატები. რაც შეეხება მეორე კანდიდატს, მაჰმუდ ალიევს ის საერთოდ საქართველოში არ ცხოვრობს, ჩამოდის მარტო არჩევნებიდან არჩევნებმადე, ცხოვრობს ბაქოში ოჯახით, საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ აქ მას ფიზიკურად არც სახლ-კარი, არც ქონება არ გააჩნია, მოდის მხოლოდ მშობლებთან თვეში ან ორ თვეში ერთხელ, მაშინ როცა სოფელში რამე არეულობაა ან რაიმე განსაკუთრებული ხდება. მოსახლეობაში უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ მთელმა სოფლემა იცის ვინ არის და რას საქმიანობს, ვისთან თანამშრომლობს და მეორე კიდევ ამაზე უარესია“, -განაცხადა საგარეჯოს დეპუტატმა.

25 აგვისტოს გამოქვეყნებული NDI-ის კვლევის მონაცემბის თანახმად, 37%-ის აზრით, საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 38%-ის აზრით კი ვითარება ქვეყანაში საერთოდ არ იცვლება. იგივე კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 16% საარჩევნო კამპანიაში ეკლესიის ჩართვას არ ემხრობა, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი 10%-მა არ იცის, პასუხზე უარი კი რესპონდენტთა 1%-მა განაცხადა. გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამუშაო ადგილების თვალსაზრისით მდგომარეობა არ შეცვლილა, 5%-ის აზრით კი ვითარება ამ კუთხით გაუმჯობესა. 22% თვლის რომ გაუარესდა. სიღარიბის თვალსაზრისით -5%-ის აზრით გაუმჯობესდა, 65% მიიჩნევს, რომ არ შეცვლილა, 28% კი თვლის, რომ გაუარესდა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა, 54%-სთვის არაფერი შეცვლილა, 5%-ისთვის კი გაუარესდა. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3,338 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის რესპონდენტებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი, სამუშაო ადგილების შემდეგ, ტერიტორიული მთლიანობაა. ამასთან, კვლევაში მონაწილეები ყველაზე უმნიშვნელო ეროვნულ საკითხად მიიჩნევენ უმცირესობების უფლებების დაცვას, მედიის დამოუკიდებლობას, საკუთრების უფლებას, სასამართლო სისტემას და სიტყვის თავისუფლებას.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხულთა 16%-ის აზრით, უმცირესობების უფლებების დაცვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო 47%-ის შეფასებით -„მნიშვნელოვანია“. კვლევაში მონაწილეთა 19% ნეიტრალურია ამ საკითხის მიმართ, 4% კი მიიჩნევს, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა, ხოლო 2%-ის აზრით, სრულიად უმნიშვნელოა. აღსანიშნავია, რომ აპრილთან შედარებით, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მნიშვნელოვნად თვლის უმცირესობების უფლებების დაცვას, ხოლო შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვისაც ეს საკითხი უმნიშვნელოდ მიაჩნდა. კერძოდ, აპრილში, ჯამში, 62% თვლიდა მნიშვნელოვნად უმცირესობების უფლებების დაცვას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ხოლო 9% - უმნიშვნელოდ.

„ვოვა არუთინიანი იმ უფლებებით ვერ სარგებლოს, რაც უვადო პატიმრობა მისჯილებს აქვთ“, -განაცხადა ვოვა არუთინიანის ადვოკატმა, უფლებადამცველმა გელა ნიკოლეიშვილმა და მოითხოვა, რომ მსჭავდებული სხვა, შესაბამისს საპყრობილეში გადაიყვანონ. „მივმართე ყველა შესაბამის უწყებას. არაოფიციალურ საუბრებში ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ამას არ ვწყვეტთო და ამერიკის საელჩოზე მიგვანიშნებენ, აშშ-ის საელჩოსთან უშუალო კონტაქტი არ მაქვს, თუმცა სხვადასხვა საშუალებით გავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ამერიკის საელჩო არაფერ შუაშია. ეს არის ჩვენი ჩინოვნიკების შიში იმისა, რომ რაღაცა საყვედური არ მიიღონ“, -განაცხადა უფლებადამცველმა. მისივე თქმით, ვოვა არუთინიანს სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა რაიმე შვებას კი არ მოუტანს, არამედ ისიც იმ უფლებებით ისარგებლებს, რაც უვადო პატიმრობა მისჯილებს აქვთ. „მას ჰყავს ერთადერთი დედა, რომლიც ბაზარში ხელსახოცებს ჰყიდის. ამ ქალსაც სხვა მეტი არავინ ჰყავს. მათი ერთადერთი სურვილია, რომ ჰქონდეთ ისეთივე უფლებები, როგორც სხვა უვადო პატიმრობა მისჯილებს, ანუ ლიმიტის გარეშე ჰქონდეთ დარეკვის საშუალება, ასევე უვადო პატიმრობა მისჯილებს აქვთ გრძელვადიანი პაემნების საშუალება. წინა მინისტირისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თავმჯდომარის დროს მათ ერთმანეთს 3-4 საათი ახვედრებდნენ. უკვე რამდენი ხანია, ამ შეხვედრასაც ვერ ვაღწევთ. პირდაპირ ვიტყოდი, რომ ეს უკვე კანონის დარღვევაა. იმით იმართლებენ თავს, რომ ვინც მე-7 დაწესებულებაშია, ყველა ასეა, თუმცა მაშინ რატომა მე-7-ში. არც ქურდული მენტალიტეტისაა, არც კრიმინალური სამყაროს წევრია, არც არაფერს აშავებს, მაინც იქ არის. პატიმრებთან ინდივიდუალური მიდგომა უჭირთ”, -25 აგვისტოს განაცხადა ნიკოლაიშვილმა. პატივცემულ მკითხველს შეგახსენებთ, რომ ვოვა არუთინიანს 2006 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებაში ედება ბრალი. ვოვა არუთინიანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

http://armenian-community.ge
| : 0.0/0