18-19 აგვისტოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ოკუპირებულ, და შემდგომ მკვიდრი მოსახლეობისგან დაცლილ ნახიჯევანში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების ორმხრივი და სამხრივი შეხვედრები გაიმართა. პატივცემულ მკითხველს, უცვლელად გთავაზობთ იმ მშრალ, ოფიციალურ ინფორმაციას, რაც აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
„სამმხრივ შეხვედრას უკვე დიდი ხანია ვამზადებთ. შარშანაც ამ ინიციატივით ქართული მხარე გამოვიდა. ეს იქნება აზერბაიჯანში სამი მინისტრის პირველი ფორმალური შეხვედრა. მთლიანად ეს შეხვედრები და შემდეგ უკვე შესაბამისად გაფორმებული შეთანხმება მიეძღვნება იმ დაგეგმარებას, რომელსაც სამი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები შეუდგება, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიტიკულ ვითარებებში ჩვენი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვა, ჩვენი ნავთობსადენების, გაზსადენების, რკინიგზის კომუნიკაციების დაცვა იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება სამხედრო ესკალაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხის დარეგულირებაზე. არავის საწინააღმდეგო ნაბიჯი ეს არ არის. პირიქით, ამგვარი შეთანხმებები კ
...
»»»