ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო სრულად ინფორმირებულია 23-24
აპრილს, ახალციხეში ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი
შელაპარაკებისა და მას მოყოლილ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების მიერ
განხორციელებული ქმედებების შესახებ.

მომხდარი ინციდენტის სრული სურათის გასარკვევად საქართველოში სომხეთის
რესპუბლიკის საელჩომ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

პრობლემის დროული გადაჭრის და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მიზნით
საელჩო ასევე კავშირი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
დაამყარა. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე არც ერთი ახალგაზრდა
დაკავებული არ არის.

უახლოეს დროს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი
სამცხე–ჯავახეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს როგორც სომეხი
მოსახლეობის წარმომადგენლებთან ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
| : 0.0/0