მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატმა კი უკვე დადო ფიცი კეთილსინდისიერად შეასრულონ საქართველოს ხალხის ნდობის გამოჩენის შედეგად დაკისრებული მოვალეობები, დაიცვან ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი.

საქართველოს კონსტიტუცია -სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელიც დეკლარირებს და გარანტირებს ქვეყნის მოქალაქეების, მიუხედავად მათი ეროვნების, რასისა და კულტურული კუთვნილობისა, სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობის რეალიზებას. ქვეყნის კონსტიტუცია -გარანტია სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლებისა და პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში თვითგამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უკვე 25 წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი საკითხი, დაკავშირებული ქვეყნის მოქალაქეების -სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების სოციალურ–პოლიტიკურ სრულყოფილ ჩართულობასთან, ინტეგრაციასთან, დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჭეშმარიტ თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფასთან, ქვეყნის რეგიონებისა და სხვა სუბიექტების თანასწორუფლებიანობის საკითხები, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებს შორისაა და აუცილებელ გადაწყვეტას საჭიროებენ.

საქართველოს სომეხთა სათვისტომო ახლადარჩეული პარლამენტის 150-ვე დეპუტატს ულოცავს არჩევნების დასრულებას. მათ შორის იმ დეპუტატებს, ვინც რამდენიმე დღეში პარლამენტს დატოვებენ და საკუთარ ადგილებს ქვეყნის მთავრობაში დაიკავებენ.

იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული მრავალრიცხოვანი დაპირება, დაკავშირებული ქვეყანაში თანასწორუფლებიანობის და თანასწორობის უზრუნველყოფასთან, შესრულდება. იმედი გვაქვს, რომ ახალი პარლამენტის დეპუტატები კონსტიტუციის ტექსტით დაკისრებულ მოვალეობებს, ევროპის საბჭოსა და სხვა ევროპული სტრუქტურების წინაშე აღებულ მრავალ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებენ.

გვინდა გვჯეროდეს, რომ მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტი ქვეყნის ისტორიაში შევა როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც ზოგადევროპულ ცივილიზაციურ ფასეულობებზე -თანასწორუფლებიანობის, თავისუფლებისა და ურთიერთპატივცემაზე აღმოცენებულ საქართველოს ჭეშმარიტად დემოკრატიული მომავალი უზრუნველყო.

საქართველოს სომეხთა სათვისტომო
| : 0.0/0