პოლიტპატიმრებმა სამცხე–ჯავახეთში საინფორმაციო აქცია გამართეს

  პოლიტპატიმრებმა სამცხე–ჯავახეთში საინფორმაციო აქცია გამართეს. ასპინძას, ახალციხესა და ბორჯომს თბილისიდან ყოფილი პოლიტპატიმრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  დაესწრნენ. მათ ადგილობრივებს 14 აპრილს სპორტის სასახლში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს.მოსახლეობამ თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს თავიანთი პრობლემებიც გააცნეს. ისინი თბილიში  დაგეგმილ ყრილობაში მონაწილეობასაც აპირებენ.  დღეს სამცხე–ჯავახეთში იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე. იგი   თვლის, რომ რეგიონში ყველაზე მკაცრადაა  გამოვლენილი ყოფილი ხელისუფლების გავლენა. ნანა კაკაბაძე სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს და სწორედ ამიტომ იგი ადგილობრივებს პოლიტპატიმრების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს.

| : 0.0/0