საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჯავახეთს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჯავახეთს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, რის შემდეგაც ის სოფელ ხულგუმოში ანჟელა მანასიანის ოჯახს ეწვია, სადაც ქალაქ რუსთავიდან ჩასული მენტორ–მასწავლებელი ლიკა შველიძე ცხოვრობს. პრეზიდენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტს ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად „ მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის გაძლიერებასა და სწავლებას ემსახურება. 
| : 0.0/0