საზაფხულო ბანაკი 2013
როგორც უკვე ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, 20 ივლისს „საქართველოს სომეხთა სათვისტომო"-ს მოზარდთა კავშირის 50-მდე წევრი სომხეთში გაემგზავრა, სადაც უნდა გამართულიყო მოზარდთაკავშირის 5 დღიანიბანაკი. და აი, მათი დაბრუნების შემდეგ, „მიუციუნ" გაზეთი ესაუბრა „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს" გამგეობის წევრსა და „მოზარდთა კავშირის" კოორდინატორს სლავა მეჟდოიანს.

დასრულდა „საქართველოს სომეხთა სატვისტომო"-ს მოზარდთა კავშირის საზაფხულო ბანაკი. ერთი კვირის განმავლობაში მოზარდთა კავშირის წევრებს საშუალება მიეცათ აღმოსავლეთ სომხეთის ყველა ძირითადი კუთხის მონახულება. რა მიზნებს ისახავდა ეს ბანაკი სომხეთში და რა შედეგი გამოიღო?

უპირველეს ყოვლისა მსურს წარმოგიდგინოთ „მოზარდთა კავშირის" პროგრამა და მიზნები, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ჩვენი ვიზიტი სომხეთში. მოზარდთა კავშირის პროგრამა შეიქმნა საქართველოში მცხოვრები სომხების პრობლემებიდან გამომდინარე, რომელთაგან ერთ-ერთი არის ასიმილაციის პრობლემა. ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომლის შედეგად თბილისში მცხოვრებ სომეხ მოზარდებს უნდა შეესწავლათ სომხური ენა, სომეხი ხალხის ისტორია, სიმღერა და ცეკვა. პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება კი უნდა ყოფილიყო ვიზიტი სომხეთში. ჩვენ მოზარდებთან ერთად მოვინახულეთ ისეთი კულტურული და ისტორიული ადგილები, როგორიცაა მაგალითად: გარნი, გეღარდი, ეჯმიაწინი, ერებუნის მუზეუმი, ხორ ვირაპი, გორისი, შუში, სტეფანაკერტი, განძასარი, ტათევი, ნორავანქი, სევანის ტბა და სხვა. ჩვენ აგრეთვე ვიყავით არცახში (მთიანი ყარაბაღი), რომელიც მოზარდთათვის იყო ძალიან სიმბოლური, ვინაიდან არცახი ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი განთავისუფლებული მიწაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის ჩატარება. მაშასადამე, ჩვენ შევძელით დაახლოებით 120-მდე მოზარდის გაერთიანება და მათში პატრიოტული სულისკვეთების ჩანერგვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოზარდები მინიმუმ არ შეიცვლიან რელიგიასა და ეროვნებას, რომელიც ჩემი აზრით წინსვლაა და ამით ჩვენ ეროვნული თვითმყოფადობის საქმეში დიდი წვლილი შევიტანეთ.

რას გვიამბობდით უშუალოდ ბანაკის შესახებ? როგორი ემოციები ჰქონდათ ბავშვებს და გამართლდა თუ არა მათი იმედები?

ჩვენ გვიმასპინძლა „მხითარ სებასტაცი" საგანმანათლებლო კომპლექსმა, სადაც ძალიან თბილად მიგვიღეს. ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე ვეწვიეთ სხვა ახალგაზრდულ ცენტრებს და გავეცანით მათ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ გზა იყო საკმაოდ დამღლელი, ბავშვები ძალიან კმაყოფილი და ბედნიერნი იყვნენ. მე პირადად არ ველოდი ასეთ აღფრთოვანებას და სიხარულს. მართალია, ამ ყველაფრისთვის ცოტა დრო გვქონდა, ვინაიდან ჩვენი აქცენტი უფრო ისტორიული და კულტურული ძეგლების მონახულებაზე იყო. იმ ულამაზეს ადგილებზე, რომელთა შესახებ მოზარდებმა შეიტყვეს ისტორიის გაკვეთილებიდან. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში უფრო ხანგრძლივი დროით შევძლებთ სამშობლოში გამგზავრებას.

„განძასარის მონასტრის (არცახი) მიმდებარე ტერიტორიაზე ნება დაგვრთეს კარვების გასაშლელად. კოცონი დავანთეთ. გოგოებმა დაიწყეს საჭმლის მომზადება. ჩვენი „მენიუ" მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ არცახის შუა გულში მდებარე განძასარის ციხე–მონასტრის გალავანთან შემწვარ კარტოფილსა და მწვადს არაფერი სჯობდა. მთელი ღამე კოცონთან სიმღერასა და ხუმრობაში გავატარეთ. კარვებში არც კი შევსულვართ. ყველანი ერთად ალიონს - მზის ამოსვლას შევხვდით. დაუვიწყარი სილამაზე იყო. თითქოს მზე ყველგან ერთია. მაგრამ არა! იქ სხვა მზე იყო"– „მიუთიუნ"-თან საუბარში იხსენებს ბანაკის მონაწილე 16 წლის არმენი.

თავის განცდებზე ისაუბრა აგრეთვე საქართველოში მცხროვრებმა სამეხმა მოზარდმა, ლუსინე ასტოიანმა:

-„სომხეთში არაერთხელ ვიყავი ნამყოფი, თუმცა არცახში (მთიანი ყარაბაღი) პირველად ვიყავი და ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. განსაკუთრებულად მომეწონა შუში, განძასარი, ტათევის მონასტერი, რომელიც იყო ჯადოსნური და მშვენიერი. აღუწერელი სიამაყითა და მღელვარებით ამევსო გული. ტკივილს ვგრძნობ ჩვენი მამაცი ჯარისკაცების დაღუპვისთვის და ამავე დროს ისინი მეამაყებიან და ვაცნობიერებ, რომ მათი სისხლი ამაოდ არ დაღვრილა.

„მოზარდთა კავშირის" წევრი არმენ არაქელიანი განსაკუთრებით ააღელვა არარატის მთამ, რომელიც სომეხი ერის სიმბოლოა. ის ჰყვება რომ აგრეთვე მოხიბლულია არცახის ბუნებით.

„საქართველოს სომეხთა სათვისტომოს" პროგრამის ფარგლებში (სლავა მეჟდოიანი - ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომლის შედეგად თბილისში მცხოვრებ სომეხ მოზარდებს უნდა შეესწავლათ სომხური ენა, სომეხი ხალხის ისტორია, სიმღერა და ცეკვა) თბილისის სომეხ მოზარდებს 6 თვის განმავლობაში თავიანთ ინტელექტუალურ და სულეიერ უნარებს გადასცემდნენ ახალგაზრდა სომეხი ლიდერები, რომლებმაც ასევე მოზარდებთან ერთად შემოიარეს სომხეთი. ლიდერი ალექსანრ გრიგორიანი იხსენებს იმ დღეს, როდესაც მოზარდები პირველად შეხვდნენ და გაიცნეს ერთმანეთი:

-„გარდა იმისა, რომ ჩვენი სათვისტომოს ბავშვებბმა ისწავლეს სომხურად წერა-კითხვა, ცეკვა და სიმღერა, სომეხი ხალხის ისტორია, ისინი აგრეთვე ძალიან დამეგობრდნენ პირველივე დღიდან, რომელიც ძალიან მისასალმებელია. პროგრამის კულმინაცია იყო ჩვენი სომხეთში გამგზავრება. დღემდე ვერ ვივიწყებ მოზარდების აღფრთოვანებულ სახეებს, როდესაც ჩვენ ვიმყოფებოდით გარნიში, გეღარდში, ხორ ვირაპსა და სხვა ისტორიულ ადგილებში. ამ 5 დღის განმავლობაში მოზარდებმა ნახეს ის ყველაფერი, რომლის შესახებ მათ ჰქონდათ გაგონილი და წაკითხული, ახლა კი მათ ოცნება რეალობად ექცათ და ბოლოს და ბოლოს იმყოფებოდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში. როდესაც უკან ვბრუნდებოდით, ყველა ძალიან მოწყენილი და აღელვებული იყო, ვინაიდან ისინი შორდებოდნენ სომხეთს, თუმცა ამავდროულად შორდებოდნენ ბედნიერებით და მოლოდინით აღსავსე... ერთ დღეს უკან დაბრუნების - უკვე დასავლეთ სომხეთში დაბრუნებისა და იქ მუდმივი ცხოვრების იმედით.

„ბ.-ნო სლავა, რას გვიამბობთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ? მოზარდებთან რა სამუშაოს ჩატარებას აპირებთ?

ჩვენი სამომავლო გეგმები დიდად არ განსხვავდება წინასგან, ვინაიდან ამ პროგრამას მე ძალიან წარმატებულად მივიჩნევ და ჩვენ უბრალოდ განვავითარებთ და გავაუმჯობესებთ მას. მაგალითად, ჩვენ გვქონდა ასაკობრივი შეზღუდვა და პროგრამაში ჩართული იყვნენ მხოლოდ 15-17 წლის მოზარდები, ახლა კი ჩვენ ვაპირებთ უფრო უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების ჩართვას პროგრამაში. გასული 6 თვის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მრავალი ღონისძიება, ექსკურსია და ლაშქრობა, სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრი, ხოლო მომავალში ვგეგმავთ ასევე ჯავახეთის მონახულებას, იმისთვის რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა კავშირი დაამყარონ ჯავახეთის სომხებთან.

მაშასადამე, 25 ივლისს დილა ადრიანად ემოციებისაგან დაღლილი ბავშვები თბილისში დაბრუნდნენ. დაბრუნებიდან რამდენიმე დღე გავიდა და ბავშვებმა ახალი მოგზაურობისთვის მზადება დაიწყეს. წინ მათ ჯავახეთი ელოდათ...

ახალქალაქი და ახალციხე, სადაც აი უკვე კარგა ხანია, რაც დიასპორიდან (აშშ–დან) ჩამოსული ახალგაზრდებისა და ადგილობრივი სომხური კავშირების მოზარდთათვის ბანაკი იმართებოდა. 1 აგვისტოს ხსენებულ ბანაკს „საქართველოს სომეხთა სათვისტომო"-ს მოზარდთა 25 კაციანი ჯგუფი 2 დღით შეუერთდა.

ჯავახეთში თანატოლებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაზე საუმრობს „მოზარდთა კავშირის" წევრი ანნა პაპოიანი:

-„ჩვენ მოვინახულეთ წმინდა ჯვრის ეკლესია, ვეწვიეთ ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც ჩართულნი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობდნენ პატრიოტულ სიმღერებს, ხალხურ ცეკვებს, სომხურ მუსიკალურ საკრავებზე დაკვრას... ყველა ძალიან ნიჭიერი იყო. გავიცანით ასევე ამერიკიდან ჩამოსული სომეხი ახალგაზრდები, რომლებიც იმყოფებოდნენ ბანაკში. ჩვენ დავუმეგობრდით მათ და გვჯერა, რომ მომავალში მრავალი შესაძლებლობა გვექნება მათთან შესახვედრად.

თბილისელი სომეხი ლიდერი ხაჩიკ პაპახჩიანი , რომელიც თავისი ცხოვრების თავისუფალ და არა მხოლოდ თავისუფალ დროს უთმობს „მოზარდთა კავშირის" ბავშვებთან მუშაობას, ჯავახეთიდან დაბრუნების შემდეგ თავისი აზრი გამოთქვა და გაგვიზიარა შთაბეჭდილებები:

-„ახალქალაქში ძალიან თბილად მიგვიღეს. განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ამ რეგიონში, ყველა სომეხია და ჩვენ ძალიან მშობილური გარემოში ვიყავით. გაუმარჯოს დიასპორის სომხებს, იმ მცირე წვლილის გამო, რომელიც მათ შეიტანეს ამ ბანაკის განხორციელების პატრიოტულ საქმეში. თუმცა სინამდვილეში არც ისე მცირე წვლილი. ისინი ჩამოვიდნენ შორეული ქვეყნებიდან, რათა დახმარებოდნენ ჯავახეთის სომხებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. მიუხედავად ამისა, ახალციხეში იგრძნობოდა სომეხი მოსახლეობის ნაკლებობა და ეს იყო იმის შედეგი, რომ იქაურმა სომხებმა გვარები შეიცვალეს. ჩვენ მოვინახულეთ ჯავახეთის სომხური ეკლესიები, რომელიც ითვლება სადავოდ, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოშობა დღეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს და ყველაფერი აშკარაა. ვიყავით ისეთ ადგილებში, რომლებიც სომხურია და ჩვენ გვეკუთვნის. ყოველ ნაბიჯზე გაკვირვებული ვიყავით...

საქართველოს სომხობას ასიმილაციის წინააღმდეგ შეუძლია ბრძოლა ერთიანი ძალებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია საქართველოს სომეხთა სათვისტომოს განვითარება და წინსვლა. ჯავახეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის!

| : 0.0/0