სომეხთა გენოციდის 98-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში
  24 აპრილს, დილით საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლების ხალხმრავალი მსვლელობა დაიწყო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიიდან სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა "ხოჯივანქ" პანთეონისკენ. სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს - საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ჰოვანეს მანუკიანმა, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ეპიკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ, მოადგილემ რუსლან პოღოსიანმა, მოძმე ეკლესიების - კავკასიაში რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ეპისკოპოსმა ილია ოსეფაშვილმა, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენელმა, პასტორმა ვიქტორ მიროშნიჩენკომ.
ხაჩქარი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს და სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პანაშვიდი აღევლინა.

იმავე დღეს წმინდა ეჯმიაწინში საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსის ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით ჩატარდა წირვა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლები, მოძმე ეკლესიების სულიერი მამები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. წირვას აღასრულებდა სურბ გევორგ საკათედრო ტაძრის მღვდელი ჰუსიკ ჰარუთინიანი.

სულიერი მოძღვარი დაუბრუნდა დღის საიდუმლოს, მაღალი შეფასება მისცა სომეხთა მოთხოვნების სამართლიანობას და ხსოვნის ღონისძიებებს უწოდა ნუგეში და ერთიანობის მოთხოვნა გამარჯვებისათვის.

ცერემონიის მსვლელობისას სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა გაახმოვანა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორისა და უწმინდესისა და უნეტარესის კილიკიის კათოლიკოსის არამ პირველის განცხადება, რომლითაც მიმართავენ თურქეთის მთავრობას და მოუწოდებენ აღიაროს სომხების გენოციდი, სომეხ ხალხს პასუხი მიეცეს მისი დანაკარგების, ადამიანური და ეროვნული შელახული უფლებების სანაცვლოდ, ასევე დაუყოვნებლივ სომეხ ხალხს დაუბრუნდეს სომხური ეკლესიები, მონასტრები და სხვა საეკლესიო მამულები, სულიერი და კულტურული ფასეულობები.

ამის შემდეგ, "საქართველოს სომხური სათვისტომო" არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს სომხური ეპარქიის „ჰაიარტუნ" ცენტრისა და საქართველოში მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებით კოლონა გაემართა თბილისში თურქეთის საელჩოსთან, სადაც ჩატარდა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია. სომხებთან ერთად აქციას ესწრებოდნენ თბილისში მცხოვრებ ქურთთა და ასირიელთა სათვისტომოების წარმომადგენლები, ასევე ქართველი თანამოაზრეები.

აქციის დროს ყველა გამომსვლელმა დაგმო სომეხთა გენოციდი, მოითხოვა გენოციდის აღიარება და კომპენსაცია იმ მსხვერპლთა სიცოცხლისათვის, რომელთა ერთადერთი დანაშაული იყო მხოლოდ ის, რომ ისინი სომეხი ერის წარმომადგენლები იყვნენ. "24 აპრილი სომეხთა ერთიანობის დღეა, სომეხი ერის სამართლიანობისათვის ბრძოლის, პასუხის მოთხოვნის დღე, რომელსაც აუცილებლად ექნება სამართლიანი დასასრული", - განაცხადა „საქართველოს სომხური სათვისტომო" არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ სამველ მკრტჩიანმა.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ სომეხთა გენოციდის დაგმობის და მისი აღიარების ერთგვარი მოწოდება იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ერეკლე მეორეს" თავმჯდომარის არჩილ ჭკოიძის გამოსვლა, გიორგი ალთუნაშვილმა კი პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.

აქციის დროს სიტყვით გამოვიდნენ ასევე სტუდენტები ჯავახეთიდან, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მწერლები, სომხური ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. გაისმა პატრიოტული და ხალხური სიმღერები.

თბილისში თურქეთის საელჩოსთან ჩატარებული საპროტესტო აქცია გააშუქა ქართულმა სხვადასხვა მედიასაშუალებამ.
| : 0.0/0