ფესტივალს ,,ქართული სული 2013"11 მაისს ახალციხე უმასპინძლებს. მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 11 საათზე დაიწყება. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სამეცნიერო კონფერენცია–,,თამარ მეფე 800" ჩატარდება. მასში მონაწილეობას მოწვეული და ადგილობრივი პროფესორები მიიღებენ. 17 საათზე მსურველებს ახალციხის ციხეში ეპატიჟებიან. ისტორიულ კომპლექსში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ხელოვნების ფესტივალის–,,ქართული სული 2013"–ის ორგანიზატორი კახური ტრადიციული მეღვინეობაა. კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები ,,ქართულ ხმები", ტრიო ,,სიმი", ,,მესხეთი" და კიდევ ბევრი მომღერალი, მსახიობი და პოეტი მიიღებს. ფესტივალში ადგილობრივი ანსამბლებიც ჩაერთვებიან. ახალციხეს ეწვევიან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც, იგეგმება პრემიერ მინისტრის ვიზიტიც. 11 მაისის ღონისძიებები გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდება.