სოფლების დაბაძველისა და ციხის–ძირის ტერიტორიაზე ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. ახალციხისა და ბორჯომის სახანძრო–სამაშველო რაზმები ხანძრის ლოკალიზებას ერთი დღის მანძილზე ცდილობდნენ. წინასწარი ინფორმაციით დამწვარია ტყის მასივის 10 ჰექტრამდე ფართობი. ტყის მასივში კვამლი პირველად ადგილობრივებმა შენიშნეს, რის შემდეგაც შესაბამის სამსახურებს გამოუძახეს. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის მანძილზე გაგრძელდა. მეხანძრეების მუშაობას ტერიტორიაზე წყლის არ ქონა აფერხებდა
...
»»»