26 დეკემბერს ახალციხის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა საახალწლო კონცერტი მიძღვნილი ახალციხის სომხური ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მოღვაწეობის მეოთხე წლისთავს. კონცერტი იყო უნიკალწური იმით, რომ ოთხ წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მოსწავლეები პირველად იყვნენ წარმოდგენილი ასეთი დიდი რაოდენობით მაყურებლის წინაშე. ამ კონცერტზე მოწვეული იყო ქალაქის ხელმძღვანელობა, საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღოლი, საქართველოში სომეხთა დახმარების გაერთიანების ხელმძრვანელობა, ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის წევრები და სხვა მრავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუმრები სამცხე-ჯაცახეთიდან და სომხეთიდან.
ღონისძიება დაიწყო ორი სახელმწიფოს-სომხეთისა და საქართველოს დროშის შემოტანით,რომლის დროსაც გაჟღერდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი, რის
...
»»»