25 აგვისტოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების მიხედვით, 26 377 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, ხოლო სასწავლო გრანტი 6 000-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა. „წელს სტუდენტი გახდა 26 377 აბიტურიენტი, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ღებულობდა 35 500-მდე აბიტურიენტი. უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ადგილების რაოდენობა კი 40 000-ს აჭარბებდა. დაახლოებით 9 000-ია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც გამოეთიშნენ კონკურსს და ვერ მიიღეს ჩარიცხვაში მონაწილეობა. ძირითადი მიზეზი, ბუნებრივია, გახლავთ ის, რომ ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მათ მიერ არჩეულ გამოცდაში და იმ სავალდებულო სამ გამოცდაში, რომელიც არის დადგენილი. სახელმწიფო გრანტი კი 6 000-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა", -25 აგვისტოს განაცხადა ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2014 წლის 1 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18-დან 35- წლამდე მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან წვევამდელები და ის ახალგაზრდები
...
»»»