• ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    26 ნოემბერს ქვეყნის ახლადარჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადა ნდობა. ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. როგორც ცნობილია -მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე პარლამენტი წარდგენილ „სამთავრობო პროგრამას“ განიხილავს. ანუ -განიხილავს იმ გეგმას, რომლითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს მთავრობა.

    პატივცემული მკითხველის ყურადღებას წარმვუდგენთ 2016-20წწ სამთავრობო პროგრამის იმ მონაკვეთს, რომელიც ეროვნული უმცირესობების მიმართ ხელისუფლების ხედვა-გეგმას ასახავს.

    „...ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ექნება შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.

    განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენი...
  • მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატმა კი უკვე დადო ფიცი კეთილსინდისიერად შეასრულონ საქართველოს ხალხის ნდობის გამოჩენის შედეგად დაკისრებული მოვალეობები, დაიცვან ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი.

    საქართველოს კონსტიტუცია -სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელიც დეკლარირებს და გარანტირებს ქვეყნის მოქალაქეების, მიუხედავად მათი ეროვნების, რასისა და კულტურული კუთვნილობისა, სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობის რეალიზებას. ქვეყნის კონსტიტუცია -გარანტია სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლებისა და პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში თვითგამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უკვე 25 წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი საკითხი, დაკავშირებული ქვეყნის მოქალაქეების -სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების სოციალურ–პოლიტიკურ სრულყოფილ ჩართულობასთან, ინტეგრაციასთან, დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჭეშმარიტ თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფასთან, ქვეყნის რეგიონებისა და სხვა სუბიექტების თანასწორუფლებიანობის საკითხები, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებს შორისაა და აუცი...
  • წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივნისამდე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს. სამეურვეო საბჭო, არსებული კანონმდებლობის თანახმად -ის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს სკოლის დირექტორი.

    „სამეურვეო საბჭო კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატებიდან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2 პუნქტი, მუხლი 42).

    თუმცა, როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სასწავლო დაწესებულებები, სადაც კანონი სრული ძალით ვერ ფუნქციონირებს.

    რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გამოცემა Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სოფელ ვაჩიანის სკოლა ახალ დირექტორს ირჩევს“. სტატიაში სოფელ ვაჩიანში მდებარე სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნაზეა საუბარი. თითქოს და ჩვეულებრივი ამბავი... მაგრამ, რეგიონის რეალობა ოდნავ განსხვავდება კანონით დადგენილი წესისგან.

    აღნიშნულ სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელის,...
  • ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო სრულად ინფორმირებულია 23-24
    აპრილს, ახალციხეში ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი
    შელაპარაკებისა და მას მოყოლილ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების მიერ
    განხორციელებული ქმედებების შესახებ.

    მომხდარი ინციდენტის სრული სურათის გასარკვევად საქართველოში სომხეთის
    რესპუბლიკის საელჩომ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

    პრობლემის დროული გადაჭრის და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მიზნით
    საელჩო ასევე კავშირი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
    დაამყარა. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე არც ერთი ახალგაზრდა
    დაკავებული არ არის.

    უახლოეს დროს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი
    სამცხე–ჯავახეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს როგორც სომეხი
    მოსახლეობის წარმომადგენლებთან ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
  • დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    13 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატ სამველ პეტროსიანმა 1915-23წწ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით წარსდგა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის საპასუხო კომენტარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს, საქართველოში, აშკარად სხვა კონტექსტში განიხილავენ. პატივცემულ მკითხველს 13 აპრილს, პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს გაჟღერებულ განცხადებების სინქრონს წარვუდგენთ.

    სამველ პეტროსიანი (დეპუტატი, პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“).

    ძვირფასო კოლეგებო,

    საქართველო წარმოადგენს მრავალეროვან სახელმწიფოს და ყველანი ჩვენ ვართ ერთი და იმავე ქვეყნის შვილები. უნდა ვიცხოვროთ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში. ამიტომ უნდა ავღადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, ის რაც 100 წლის წინ მოხდა ოსმალეთის იმპერიაში, მხედველობაში მაქვს სომეხი ერის გენოციდი.

    ეს არის სომეხი ერის უდიდესი ტრავმა. გენოციდი აღიარებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ. (ხმაური დარბაზში. ხმაურის სავარაუდო წყარო -დეპუტატი აზერ სულეიმანოვი -რედ.).

    ჩვენც, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ვაღ...
  • ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის სიმბოლოები დამტკიცდა. საკრებულოს დეპუტატებმა განსახილველად გატანილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ახალი გერბისა და დროშის ავტორი სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძეა. ჰერალდიკის საბჭომ უპირატესობა სწორედ მის ნამუშევარს მიანიჭა და პროექტის საბოლოო დახვეწაში დაეხმარა.

    „უკან მწვანე ველზე გამოსახულია ახალციხის ციხე. წინ არის ლომი, რომელიც სიძლიერის სიმბოლოა. მას ხელთ უპყრია ოქროს გასაღები. ამ გასაღებსაც თავისი დატვირთვა აქვს. არის მეწამული ფერის ჯვარი. ზუსტად ასეთი ჯვარი არის ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ქვაზე ამოტვიფრული. ეს ჯვარი ავიღე იქიდან“ – აცხადებს ქალაქის ახალი სიმბოლოების ავტორი.

    შეგახსენებთ, რომ ქალაქის ჰერალდიკის კომისიამ, სიმბოლოების შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოაცხადა. იმის გამო, რომ წარმოდგენილმა ესკიზებმა შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკამყოფილა, პირველი ორი კონკურსი ჩაიშალა.

    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ესტუმრა. ოთარ დანელიამ ობიექტები დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

    სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით.

    რაც შეეხება ლაბორატორიას, დაწესებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. იგი რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე ინტენსიურად მუშაობს.

    ლაბორატორიაში დაინერგა სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა.

    2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. ამავე წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიი...
საქველმოქმედო აქცია ადიგენში
საქველმოქმედო აქცია ადიგენში
09.06.2012
,,გჯეროდეს შენი ოცნებების ახდენა ყველას ერთად შეგვიძლია"–ამ სახელწოდების აქცია გაიმართა ადიგენის კულტურის სახლში. საქველმოქმედო კონცერტით ადიგენის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თანადგომა თემში არსებული იმ ოჯახების მიმართ გამოხატეს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან. 5 სოციალურად დაუცველთა შორის ერთერთი ართმელაძეების ოჯახიც იყო, რომელთაც საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაეწვათ. ღონისძიება სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით გაიმართა. მასში მონა ... »»»
>>>
დავით გამყრელიძე ახალქალაქსა და ნინოწმინდას ესტუმრა
დავით გამყრელიძე ახალქალაქსა და ნინოწმინდას ესტუმრა
08.06.2012
„ახალი მემარჯვენეების" შეხვედრა ახალქალაქში დღეს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. დავით გამყრელიძე ზრდასრულთა განათლების ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. პარტიის ლიდერმა არჩევნების პროცესში მათი ჩართვის აუცილებლობასა და უფლებებზე ისაუბრა და ახალი მემარჯვენეების პროგრამა გააცნო. დავით გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ მუნიციპალიტეტს პოლიტიკოსები იშვიათად სტუმრობენ. რაც, მისი აზრით, გამოსასწორებელია, რადგან ყველაზე მეტად ენობრივი ბარიერი, სწორედ ქვეყნის ამ ნაწილშია დასაძ ... »»»
>>>
ახალციხეში მექანიზაციის ცენტრი ამოქმედდა
ახალციხეში მექანიზაციის ცენტრი ამოქმედდა
07.06.2012
დღეიდან ახალციხის მექანიზაციის ცენტრი რეგიონის მოსახლეობას სრული დატვირთვით მოემსახურება. ფერმერს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ცენტრში არსებული სოფლის მეურნეობის ტექნიკით, სხვადასხვა ანალიზებისთვის გამოიყენოს ლაბორატორია, ასევე შეუძლია მიიღოს ვეტერინარისა და აგრონომის მომსახურება.

მსგავსი მექანიზაციის ცენტრი საქართველოში თორმეტია, აქედან ლაბორატორიული მომსახურება მხოლოდ ექვს მათგანს აქვს.

ამ ეტაპზე შპს „მექანიზატორის ბაზაზე 15 ერთეული სასოფლო–სამეურნეო ... »»»
>>>
„ახალი მემარჯვენეები“ ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში
„ახალი მემარჯვენეები“ ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში
06.06.2012
„ახალი მემარჯვენეების" ფართომასშტაბიანი კამპანია სახელწოდებით „ქართული სოფლისათვის" გრძელდება. მის ფარგლებში ფრაქციის ერთერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა.
სოციალური დახმარების გაუქმება, დაზღვევის უქონლობა, სათესი მიწების საკუთრებაში გადაცემა, მცირე შემოსავლები და სხვა მსგავსი ტიპის პრობლემები სტუმრებს ბორჯომისა და ასპინძის სოფლების მაცხოვრებლებმა გააცნეს. ფრაქციის წარმომადგენებმა კი მათი პრობლემები ჩაინიშნეს. ფი ... »»»
>>>
სომხეთის სახალხო არტისტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალციხეში
სომხეთის სახალხო არტისტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალციხეში
02.06.2012
   ახალციხის ვაჰრამ გაიფენჯიანის სახელობის ხელოვანთა გაერთიანების სახლში, 1 ივნისს სომხეთის სახალხო არტისტის ლუსინე ზაქარიანის დაბადებიდან 75 წლის თავი აღნიშნეს . ღონისძიებას ახალციხეში მცხოვრები სომხური ეროვნების მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სპეციალურად ამ დღისათვის, სომხეთიდან მოწვეული კომპოზიტორები დაესწრნენ. ლუსინე ზაქარიანი ახალციხეში დაიბადა და გაიზარდა. თუმცა თავისი მუსიკალური მოღვაწეობა სომხეთში დაიწყო. მას მსოფლი ... »»»
>>>
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯავახეთში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯავახეთში
02.06.2012
  ნინოობის დღესასწაული ფოკის მონასტერში შეკრებილ მრევლს დავით ბაქრაძემ მხარის რწმუნებულთან, ლაშა ჭკადუასთან ერთად მიულოცა. ჯავახეთში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივების დღესასწაულს დაესწრო და სოფელ სათხის 94–ე წლისთავი თემის მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა. გარდა ამისა დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას ჯავახეთში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში ეკონომიკური და სოციალური პროექტები გაგ ... »»»
>>>
ქურდობა ახალციხის ავტოსადგურში
ქურდობა ახალციხის ავტოსადგურში
31.05.2012
   ქურდობა ახალციხის ავტოსადგურში. დილით მისულ თანამშრომლებს კვების ობიექტი, რომელიც შპს ,,მგზავრში" მდებარეობს გატეხილი დახვდათ. ჩამსხვრეულია შენობის პირველი სართულის ფანჯარაც. შემთხვევის ადგილიდან გატანილია რამდენიმე ბოთლი ლუდი და 25 ლარი. როგორც სადგურის თანამშრომლები ამბობენ, მსგავსი შემთხვევა ადრე არასდროს ყოფილა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177 –ე მუხლით, რაც 4–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს ახალცი ... »»»
>>>
მეწყერული ზონა და ნგრევის პირას მისული საცხოვრებელი სახლები სოფელ აწყურში
მეწყერული ზონა და ნგრევის პირას მისული საცხოვრებელი სახლები სოფელ აწყურში
30.05.2012
 სოფელ აწყურის ერთი ნაწილი, სადაც 150 ოჯახი ცხოვრობს, სპეციალისტების მიერ მეწყერულ ზონად არის შეფასებული. ჭარბი ნალექის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწა გასკდა, რამაც მახლობლად მდებარე სახლებს ნგრევის საფრთხე შეუქმნა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში 10–მდე ოჯახია, რომელთაც შესაძლოა ახლო მომავალში საცხოვრებლის დატოვება მოუწიოთ. ამ ეტაპზე სოფლის მხოლოდ ორი მკვიდრია ევაკუირებული. ისინი დროებით მეზობლებთან ცხოვრობენ. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ტერიტორია ადგილობრივი მუ ... »»»
>>>
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამცხე–ჯავახეთში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამცხე–ჯავახეთში
29.05.2012
დღეს დავით ბაქრაძე ადიგენსა და ახალციხეს ესტუმრა. ვიზიტის პირველ ეტაპზე ის ადიგენის საავადმყოფოში მივიდა რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა. მათთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტია. მისივე თქმით, სადაზღვევო პროგრამაში წელს საქართველოში მცხოვრები ყოველი მეორე ადამიანი ჩაერთვება და სახელმწიფო ჯანდაცვის რეფორმას არ შეაჩერებს. დავით ბაქრაძე ადიგენის შემდეგ ახალციხეს ესტუმრა და სახელმწიფო სასწავლო უ ... »»»
>>>
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
28.05.2012
 
საქართველოს დამოუკიდებლობიდან 21 წელი გავიდა. ისევე როგორც ყველა ქალაქში კულტურულ–სპორტული ღონისძიებები 26 მაისს ახალციხეშიც გაიმართა. საზეიმო განწყობა ქალაქში დილიდან იგრძნობოდა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ტრადიციული ღონისძიება მძლეოსნების გარბენით გაიხსნა, რომლებმაც სტარტი ქალაქის ცენტრიდან, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს სირბილში გამარჯვებულებს წარმატებული სვლა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები ... »»»
>>>
პატრიოტთა ბანაკისათვის ახალგაზრდების შერჩევა დაიწყო
პატრიოტთა ბანაკისათვის ახალგაზრდების შერჩევა დაიწყო
25.05.2012

ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ანაკლიაში 73 ახალგაზრდა< ... »»»

>>>
22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა
22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა
25.05.2012
ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა. სამცხე–ჯავახეთის რეგიონული გარემოსდაცვითი კავშირის ,, ეკოდახა"–ს წარმომადგენელმა ხათუნა ხმალაძემ ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და სტუდენტებს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.
>>>
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჟეტი გაიზარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჟეტი გაიზარდა
25.05.2012
2012 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილება უკვე მეექვსედ შევიდა. ბიუჟეტს 846 ათასი ლარი ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის გამო დაემატა. აღნიშნული თანხიდან დიდი ნაწილი პრივატიზაციით მიღებული შემოსავლებია. ამ ეტაპზე ბიუჯეტის რაოდენობამ 31 მლნ 400 ათასი ლარი შეადგინა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით 94 ათასი ლარით სპორტული მოედნები მოეწყობა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ხარჯები 20 ათასი ლარით გაიზარდა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ... »»»
>>>
ქართველი და სომეხი ეროვნების ახალგაზრდების დამეგობრებას კიდევ ერთი ღონისძიება მიეძღვნა
ქართველი და სომეხი ეროვნების ახალგაზრდების დამეგობრებას კიდევ ერთი ღონისძიება მიეძღვნა
25.05.2012
ახალგაზრდული კლუბების წევრებმა ერთად მორიგი აქტივობა განახორციელეს. ახალქალაქელმა და ახალციხელმა ახალგაზრდებმა საკუთარი შესაძლებლობები ამჯერად კერძების მომზადებაში მოსინჯეს. ხინკალი, ხაჭაპური, ტოლმა, გიუმრი, ლამანჯო და ეკლერი. ქართული და სომხური ტრადიციული და ორი ერის სამზარეულოს სავიზიტო ბარათებად ცნობილი კერძები ახალციხელმა და ახალქალაქელმა ახალგაზრდებმა დღეს ერთად გააკეთეს. ეს ახალციხისა და ახალქალაქის ახალგაზრდული კლუბების პირველი ერთობლივი გაცნობითი ხასიათის შეხვ ... »»»
>>>
კომპიუტერის სწავლა სოფლებში მნიშვნელოვანია
კომპიუტერის სწავლა სოფლებში მნიშვნელოვანია
22.05.2012
კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის იდეასსოფლებში დადებითად შეხვდნენ. 21–ე საუკუნის მოსახლეობა კარგად უნდა ფლობდეს ტექნიკას – მიაჩნიათ სამცხე–ჯავახეთში. სოფლის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ განათლება მათ ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.კომპიუტერთან ურთიერთობა სოფლის მოსახლეობას ცოდნას გაუღრმავებს, ინტერნეტი კი მათ ბიზნესის აწყობაში დაეხმარება, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს . კონკურსში მონაწილეობის მიღება საშუალო განათლ ... »»»
>>>
« 1 2 ... 23 24 25 26 27 ... 29 30 »